"ჰამბურგმა" ჩაკვეტაძეს დაუყოვნებლივი დახმარებისთვის უხმო, მაგრამ ვერ დაიტოვებს

AutoSharing Option
"გენტიდან" გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგში" გადასვლისთანავე აღინიშნა, რომ საიჯარო ხელშეკრულება ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს ანუ ზაფხულში ბელგიაში უნდა დაბრუნდეს. გიორგი ძალიან მონდომებულია, კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს თავი მოაწონა და შესანიშნავი პრესა აქვს. ამიტომ უკვე დაიწყო საუბრები მისი დატოვების შესახებ, თუმცა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა "ზანდჰაუზენთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ HSV-ს ქართველის შესაძენი თანხა არ აქვს. ამის შესახებ Frankfurter Rundschau იტყობინება.

Hamburger Morgen post-ის ცნობით, ჩაკვეტაძეს დაუყოვნებლივი დახმარებისთვის ოთხი თვით უხმეს, მისი შეძენის ვარიანტი არ არსებობს, თავად არ სურს თავის "მძიმე
ბელგიურ დროებაზე" ილაპარაკოს, ძალიან უნდა სათამაშო დრო გაეზარდოს, "ზანდჰაუზენთან" კი ძირითად შემადგენლობაში დიდი ალბათობით არ იქნება და შეცვლაზე შევა, ვინაიდან 90 წუთი თამაშს ვერ გაუძლებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
შენს პირს შაქაღი. მერე როგორ გაგვახარებს?
ს-ს!
20:36 22-02-2022
0
კარგია, მაგრამ - 90 წუთი ვერ გაუძლებსო. ასეთ კონდიციაში პრეტენზია ვერ გექნება, წარმატება და სათანადო ფორმის მიღწწვა ვუსურვოთ.
ლუკა
16:41 19-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული