"გენტიდან" გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგში" გადასვლისთანავე აღინიშნა, რომ საიჯარო ხელშეკრულება ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს ანუ ზაფხულში ბელგიაში უნდა დაბრუნდეს. გიორგი ძალიან მონდომებულია, კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს თავი მოაწონა და შესანიშნავი პრესა აქვს. ამიტომ უკვე დაიწყო საუბრები მისი დატოვების შესახებ, თუმცა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა "ზანდჰაუზენთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ HSV-ს ქართველის შესაძენი თანხა არ აქვს. ამის შესახებ Frankfurter Rundschau იტყობინება.
Hamburger Morgen post-ის ცნობით, ჩაკვეტაძეს დაუყოვნებლივი დახმარებისთვის ოთხი თვით უხმეს, მისი შეძენის ვარიანტი არ არსებობს, თავად არ სურს თავის "მძიმე
ბელგიურ დროებაზე" ილაპარაკოს, ძალიან უნდა სათამაშო დრო გაეზარდოს, "ზანდჰაუზენთან" კი ძირითად შემადგენლობაში დიდი ალბათობით არ იქნება და შეცვლაზე შევა, ვინაიდან 90 წუთი თამაშს ვერ გაუძლებს.