eldesmarque-ს მტკიცებით, მას შემდეგ, რაც იასპერ სილესენმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა, კვირას ლა ლიგის 25-ე ტურში "ბარსელონასთან" საშინაო მატჩში "ვალენსიას" კარს უეჭველი კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომელმაც როტაციაში ხაუმე დომენეკი გვერდზე ჩააჩოჩა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე ყოფნისა, "ვალენსიას" ჯერ კიდევ აქვს ევროტურნირებზე გასვლის შესაძლებლობა, გუნდის მომავალი დიდწილადაა დამოკიდებული ქართველზე და როგორც ჩანს, იქამდე ითამაშებს, ვიდრე სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს, რაც იმედია, არ მოხდება:
"ამ კვირაში სილესენის ტრავმამ და მორიგმა ოპერაციამ აიძულა მწვრთნელი ხოსე ბორდალასი რეაგირება მოეხდინა. ნიდერლანდელი
კვლვ მუდმივი თავსატკივარია ნებისმიერი თავკაცისთვის, რომელიც "მესტალიაზე" მუშაობდა. მას ფიზიკური პრობლემები ყოველ სეზონში აქვს და ამიტომ თამაშობს მამარდაშვილი.
ბორდალასს აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ მომხდარზე რეაგირება მოახდინოს, რასაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აკეთებს. ჯერ სილესენი დომენეკით შეცვალა, ხოლო მერე მამარდაშვილით. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ქართველმა კარში ადგილი დაიმკვიდრა. მან ბოლო სამი შეხვედრა ჩაატარა და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი კლასის მქონეა და შესანიშნავი პერსპექტივა გააჩნია. შეგახსენებთ, გიორგი მხოლოდ 21 წლისაა და წინ დიდი მომავალი აქვს. ბორდალასს ეს ჩინებულად ესმის.

სილესენი თავის ყოფილ გუნდთან ვერ იასპარეზებს და კიდევ ერთი თვე იუქმებს. ყველაფერი ეს იმას მოასწავებს, რომ კარში მამარდაშვილი ჩადგება და თეორიულად არაფერი არ შეიცვლება, სანამ თავის მოვალეობას შეასრულებს. ასე იქცევა ბორდალასი სეზონის დასაწყისიდან.
ვალენსია - ბარსელონა (სავარაუდო შემადგენლობები)
ვალენსია: მამარდაშვილი, კორეია/გიიამონი, ალდერეტე, დიაჰაბი, გაია, ფოლკე, მორიბა, სოლერი, ბრიანი, დურო, გედეში
ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო/მინგესა, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, გავი/პედრი, ფ. დე იონგი/პედრი, ტრაორე, დემბელე, ტორესი, ლ. დე იონგი/ობამეიანგი".