"ილოცე რომ არსად შემხვდე ნა*****რო" - რატომ მიაყენა შეურაცხყოფა და დაექმურა ქვილითაია "ანორთოსისის" სექსუალურ სკანდალებში გახვეულ ფეხბურთელს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში მომხდარი სკანდალი კვლავ გრძელდება. მოგეხსენებათ, "აპოელმა" "ანორთოსისი" საკუთარ მოედანზე მიიღო და 0:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კი მასპინძელთა გულშემატკივრები სტუმართა ავტობუსს თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს.

როგორც იწერება, შეხვედრის შემდეგ ფამაგუსტელთა ეგვიპტელმა ნახევარმცველმა 28 წლის ამრ ვარდამ "აპოელის" გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ჩანს, ამ ფაქტმა "აპოელის" ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია ძალიან გააღიზიანა. გავრცელდა ფოტო, სადაც ნაჩვენებია, რომ ის ვარდას სოციალურ ქსელში წერს და შეურაცხყოფას აყენებს.

"ცხვირს გაგიტეხ, ილოცე რომ არსად შემხვდე ნა*****რო", - ვკითხულობთ
მინაწერში.

Sportall.Ge

საინტერესოა, რომ ვარდა აქამდეც არაერთხელ გახვეულა სკანდალში. 2019 წელს ის ეგვიპტის ნაკრებიდან იმიტომ მოკვეთეს, რომ მოდელ მერხან კელერს სასაქესო ორგანოს ფოტო გაუგზავნა.

2017 წელს ის პორტუგალიური "ფეირენსედან" ტრანსფერის განხორციელებიდან სამ დღეში გააგდეს. მიზეზი კი ის იყო, რომ თავისი ორი თანაგუნდელის ცოლი სექსუალურად შეავიწროვა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეგვიპტელო ქვილითაიამ თუ ცხვირი გითხრა ან წარბში მოგარტყამს ან აგაცელს.. არ ინერვიულო
ქართველი
17:51 19-02-2022
12
სუფთა გლეხია ეს ქვილითაია. ინგლისური მაინც ისწავლე ჟორიკ.
ლომი
22:01 19-02-2022
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული