ვარდა ქვილითაიას წინააღმდეგ სარჩელს დღეს შეიტანს - კვიპროსული მედია

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრას, სადაც "ანორთოსისმა" სტუმრად აპოელ-ი (2:0) დაამარცხა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. Philenews-ის თანახმად, ქეცბაიას გუნდის ნახევარმცველი ამრ ვარდა გიორგი ქვილითაიას წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელის შეტანას აპირებს.

ყველაფერი იმ ინციდენტიდან დაიწყო, როცა აპოელ-ის გულშემატკივრები "ანორთოსისის" ავტობუსს თავს დაესხნენ, რასაც ვარდას მხრიდან შეურაცხყოფა ფეხბურთელების მიმართაც მოჰყვა, ქვილითაიამ კი ვარდას სოციალურ ქსელში ერთგვარი მუქარის შემცველი მესიჯი გაუგზავნა.

როგორც კვიპროსული წყარო წერს, ვარდა ამჟამად საბერძნეთში იმყოფება, საიდანაც დღეს, 21 თებერვალს დაბრუნდება და ქართველი ფორვარდის მიმართ საქმეს აღძრავს...

ვარდა 27 წლის ნახევარმცველია, რომელიც გიორგი ლორიას
თანაგუნდელი გასულ ზაფხულს გახდა. მოგეხსენებათ, ქვილითაიას გარდა, აპოელ-ში თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილიც გამოდიან...

alt"ილოცე რომ არსად შემხვდე ნა*****რო" - რატომ მიაყენა შეურაცხყოფა და დაექმურა ქვილითაია "ანორთოსისის" სექსუალურ სკანდალებში გახვეულ ფეხბურთელს



მკითხველის კომენტარები / 7 /
ქართული ხასიათი გამოავლინა. თვითონ კვიპროსელებს ხმა არ ამოუღიათ.რა ძალა ადგა,ხო იცოდა უჩივლებდა ეგ ტიპი თან შემჩნეული ყოფილა არაკეთილსინდისიერებაში.
qomagi
17:30 20-02-2022
2
ახლა ფულს გამოძალავს ეგვიპტელი
იური
18:26 20-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული