ლიდერის გარეშე
ყველაზე თვალშისაცემი მაინც ისაა, რომ ხოსე ბორდალასის გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რომელიც რთული მდგომარეობის დროს საკუთარ თავზე ბევრ რამეს აიღებს, მათ შორის, დაცვის ხაზშიც.
კი ბატონო, გონსალო გედეში შედეგიანია, კარლოს სოლერი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მაგრამ ეს საკმარისი ვერ იქნება.
პაულისტას ფაქტორი და ძალიან ბევრი გაშვებული
"ღამურების" საუკეთესო მცველად გაბრიელ პაულისტა მიიჩნევა. ციდან ვარსკვლავებს არც 31 წლის ყოფილი "არსენალელი" წყვეტს, მაგრამ ახლა რაც ამ გუნდის უკანა ხაზში ხდება, მისი ცოტათი უკეთესისკენ შეცვლა ნამდვილად შეუძლია.
"მესტალიის" ბინადრებს საკუთარ კარში 42 გოლი აქვთ მიღებული, ეს კი ძალიან ბევრია - ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ უკანასკნელ ადგილზე მყოფ "ლევანტეს" აქვს - (51).
ხსენებული პრობლემა გუნდმა უმოკლეს დროში უნდა აღმოფხვრას...
რა თქმა უნდა, კატალონიელებს კარგი თამაში არ უნდა დავუკარგოთ - ხავის გუნდმა მშვენიერი, კომბინაციური ფეხბურთი შემოგვთავაზა და "ატლეტიკოს" შემდეგ არც "ვალენსია" დაინდო, თუმცა დაცვის ხაზში ასეთი სუსტი თამაში იშვიათად გვინახავს. მოწინააღმდეგის შემტევებს "ღამურები" თითქოს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ.
დარჩება ბორდალასი?
ფაქტია, ხოსე ბორდალასი "ლა ლიგაში" შედეგს ვერ აღწევს და მხოლოდ თასის გათამაშების იმედადაა. კარგია, რომ შედეგიანი ფეხბურთის თამაშს ცდილობს და 37 გატანილი გოლი ცხრილის შუაში მყოფი გუნდისთვის ცოტა არაა, თუმცა წარმატების მიღწევა უჭირთ. მთავარმა მწვრთნელმა სასურველი ტრანსფერები აშკარად ვერ გაანახორციელა, როცა თუნდაც ცოტა ხნის წინ დასრულებული ზამთრის სატრანსფერო სეზონისას იგრძნობოდა, რომ უკანა ხაზში ახალი ფეხბურთელები იყო საჭირო...
ამ პირობებში რთული სათქმელია, როდემდე შეიძლება იყოს ბორდალასი "ღამურების" მთავარი მწვრთნელი და მისი შესაძლო გათავისუფლება რამდენად უკეთესი იქნება ქართველი კიპერისთვის?
ამ პირობებში რთული სათქმელია, როდემდე შეიძლება იყოს ბორდალასი "ღამურების" მთავარი მწვრთნელი და მისი შესაძლო გათავისუფლება რამდენად უკეთესი იქნება ქართველი კიპერისთვის?
კარგი და ცუდი გიორგისთვის
როცა მეკარეს გუნდში თავის დამკვიდრება სურს, ერთი მხრივ, სუსტი დაცვის ხაზი მას თავის წარმოჩენის შესაძლებლობას უფრო აძლევს, თუმცა ეს უკვე მეორე უკიდურესობაა... გიორგი მამარდაშვილს ახლა თავდაჯერების მომატება და სტაბილურობის განცდა, ნაკლები ნერვიულობა სჭირდება და ამ პირობებში ეს რამდენად მოხერხდება, რთული სათქმელია.
გარდა ამისა, როცა სილესენი მომჯობინდება, არავინ იცის, მისი ფორმის მიუხედავად, ის იქნებ სასტარტო თერთმეტეულში მაინც დააბრუნონ. ეს ფაქტორიც ერთგვარი არასტაბილურობის განცდას იძლევა...
კარგია, რომ მამარდაშვილი თამაშობს. უახლოეს მომავალში ის საქართველოს ნაკრების ძირითად მეკარეობაზე პრეტენზიას განაცხადებს, მანამდე კი ახალგაზრული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი იმედია...
მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]
მამარდაშვილის დიდი შანსი - სილესენი მინიმუმ ერთი თვე იუქმებს
მამარდაშვილი უშეცდომო იყო, "ვალენსია" დამარცხდა და "ბარსელონასთან" მატჩი ელის