18 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერას რუსეთის პრემიერლიგის გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, 18 წლის ლუკა წულუკიძე, თავისუფალი აგენტის სტატუსით რუსეთის პრემიერლიგის "ურალში" გადავიდა, - იტყობინება football.kulichki.

ეკატერინბურგულმა კლუბმა წულუკიძე პრემიერლიგის საიტზე მე-17 ნომრით შეიყვანა. კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.

წულუკიძემ გასულ სეზონში "საბურთალოში" 1 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 6 შეხვედრაში - 3.

"ურალში" მოსკოვის "დინამოდან" იჯარის წესით გადასული ლუკა გაგნიძე თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ურალიდან ერთი ნაბიჯია კამაზამდე მიდი მიაწექი კარიერას და პაზიკზეც გადაჯდები
ქომაგი
16:04 24-02-2022
1
მარტო ბურთი არაა საქმე.
ღირსების ნატამალიც არა აქვს არც ხნიერს და არც ახალგაზრდას.
ყველაფერს რომ თავი დაანებო, ახალგაზრდა კაცი რატომ უნდა წახვიდე რუსეთშ სათამაშოდ ან შამუშაოდ
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული