18 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერას რუსეთის პრემიერლიგის გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, 18 წლის ლუკა წულუკიძე, თავისუფალი აგენტის სტატუსით რუსეთის პრემიერლიგის "ურალში" გადავიდა, - იტყობინება football.kulichki.

ეკატერინბურგულმა კლუბმა წულუკიძე პრემიერლიგის საიტზე მე-17 ნომრით შეიყვანა. კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.

წულუკიძემ გასულ სეზონში "საბურთალოში" 1 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 6 შეხვედრაში - 3.

"ურალში" მოსკოვის "დინამოდან" იჯარის წესით გადასული ლუკა გაგნიძე თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
პატივცემულო sportall.ge!
1. დაბლოკეთ რუსული და პრორუსული კომენტატორები!
2. აუხსენით ქართველ ბავშვებს ძირითადი ზნეობრივი პრინციპები და გააცანით მათ თანამედროვე პოლიტიკური სიტუაცია, რომ რუსეთში წასვლის სურვილი დაივიწყონ.
ქ. გ.
04:08 24-02-2022
13
კლუბებს მივმართავ! რას ერჩით ამ ახალგაზრდა ქართველებს სად უშვებთ იგიც ურალში?!
beqa
20:46 23-02-2022
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული