"გუგეშაშვილზე ზეწოლა არაა საჭირო" - "ყარაბაღის" მწვრთნელი

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღი" გასვლაზე 1:3 დამარცხდა "მარსელთან", საპასუხო შეხვედრა კი 24 თებერვალს ბაქოში გაიმართება. თამაშის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანული გუნდის მწვრთნელს, გურბან გურბანოვს, ქართველი მეკარის შესახებ დაუსვეს კითხვა.

- პირველი მატჩის შემდეგ გუნდის ახალი მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის სუსტი თამაში განიხილებოდა. მას ცალკე ესაუბრეთ?
- ჩემი ფეხბურთელების შეცდომების განხილვა არ მიყვარს. ლუკას პლუსი სიმშვიდეა. ტექნიკური შეცდომები იყო, ამისგან დაზღვეული არავინაა. ევროპაში მეკარეები ასეთ შეცდომებს უშვებენ. ეს გლობალური პრობლემა არაა. მარტო ამ თამაშის შემდეგ კი არა, მას მუდამ
ვესაუბრები. დიდი პოტენციალი აქვს, ყველაფერი გააჩნია, რათა ზრდა კიდევ გააგრძელოს. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება.
მუშაობით ტექნიკური შეცდომების აღმოფხვრა შეუძლია. ასეთი დაპირისპირების გამოცდილება სჭირდება, რომელიც სხვა ფეხბურთელებს აქვთ. მე ვთვლი, რომ მასზე ზეწოლის განხორციელება არ არის საჭირო. მატჩისათვის ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მზად. გამარჯვება ყველას უნდა, ამიტომ ასე განიხილება. მე მას ვენდობი. თავადაც სურს ყველაფერი საუკეთესო გააკეთოს და წარმატების ნაწილი იყოს. მეკარეების შეცდომები ყველაზე მეტად განიხილება. ხარვეზები აღმოიფხვრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული