მიქაუტაძის გოლს ისევ ამაოდ ველოდით - "სერენმა" ისევ წააგო

AutoSharing Option
ქარიშხლის გამო ბელგიის ჩემპიონატის 28-ე ტურის გადადებული მატჩი „გენტსა“ და გიორგი მიქაუტაძის „სერენს“ შორის დღეს გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 4:0.

მიქაუტაძეს, რომელმაც დღეს 63-ე წუთამდე დაჰყო მოედანზე, 27 ნოემბრის შემდეგ თამაშიდან არ გაუტანია (ამ პერიოდში 2 პენალტი გამოიყენა) და ყველა ტურნირზე მისმა უგოლო სერიამ 13 მატჩი შეადგინა. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე 22 შეხვედრაში გატანილი 8 გოლია.

„სერენმა“ ჟუპილერ ლიგაზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 28 თებერვალს სტუმრად „ზულტე ვარეგემს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გუნდი ვერც ზამთარში გაძლიერდა და ასე მგონია,ფეხბურთელები უკვე განწირულად გრძნობენ თავს და შეურიგდნენ აზრს,რომ ლიგიდან გავარდებიან.
სოსო
17:50 24-02-2022
0
უნდა მოუმატო გიორგი მასე არ გამოგვადგებაა …
bejo
14:06 24-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული