მიქაუტაძეს, რომელმაც დღეს 63-ე წუთამდე დაჰყო მოედანზე, 27 ნოემბრის შემდეგ თამაშიდან არ გაუტანია (ამ პერიოდში 2 პენალტი გამოიყენა) და ყველა ტურნირზე მისმა უგოლო სერიამ 13 მატჩი შეადგინა. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე 22 შეხვედრაში გატანილი 8 გოლია.
„სერენმა“ ჟუპილერ ლიგაზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 28 თებერვალს სტუმრად „ზულტე ვარეგემს“ შეხვდება.