ამასაც ხომ გუგეშაშვილს ვერ დააბრალებენ - "ყარაბაღი" "მარსელთან" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღი" საკუთარ მოედანზე „მარსელთან“ 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

„მარსელს“ პირველი შეხვედრა 3:1 ჰქონდა მოგებული. დღეს უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ბევრს უტევდნენ, სტუმრებმა კი თამაში კონტრშეტევებზე ააგეს და სამი შექმნილი მომენტიდან სამივე გამოიყენეს. გუგეშაშვილს მხოლოდ მახვილი კუთხიდან გატანილი პირველი გოლის აღება შეეძლო. აზერბაიჯანული პრესა აღნიშნავს, რომ "ყარაბაღის“ დაცვა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

ბაქო. „ტოფიკ ბახრამოვი“

ყარაბაღი - მარსელი 0:3
გოლი: 0:1 გუეი (12), 0:2 გენდუზი (72), 0:3 დე ლა ფუენტე (90+2)

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ცუდი იყო გუგეშაშვილი,ძალიან ცუდი,მადლობა ღმერთს ნაკრებს ყავს ისეთი საუკეთესო მეკარეები როგოტიცაა მამარდაშვილი,ლორია და კუპატაძე,მორჩა აღარ ეღირსება აწი თამაში,მწვრთნელმა უარყოფითად ისაუბრა
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული