"ბოლო 4 დღე რუსეთმა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია..." - ხოჭოლავა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კოპენჰაგენის" მცველმა დავით ხოჭოლავამ საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა:

"ყველამ იცის, რომ ის ადამიანი არ ვარ, რომელიც საკუთარ აზრს სოციალურ ქსელში გამოხატავს, მაგრამ ბოლო 4 დღე რუსეთმა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. ჩემი ნათესავები და მეგობრების უმეტესობა ახლა ბომბების გამო თავშესაფარშია. არის შიში, რომ ხვალ ისინი თავიანთი ქვეყნის გარეშე დარჩებიან. მეორე ნაწილი უკრაინის ჯარებთან და სხვა მამაც უკრაინელებთან ერთად თავიანთ, ჩვენს მიწას იცავენ. მოითმინე, უკრაინა, ეს გამარჯვება ჩვენი იქნება" - წერს დათა.

რაც შეეხება "კოპენჰაგენს", დანიური გუნდი 19 ტურის შემდეგ 39 ქულით 1-ელ ადგილზეა, მე-2 პოზიციაზე მყოფ "მიდტიულანდს" კი 3 ქულით ასწრებს. მომდევნო შეხვედრას 4 მარტს, "რანდერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული