მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა იური ბელოუსმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"ხვიჩა მატჩიდან მატჩამდე სხვა გუნდებისთვის მიმზიდველობას კარგავს. მოთამაშეებმა მის წინააღმდეგ თავის დაცვა ისწავლეს, იციან, რომ თუ ბურთი მარცხენა ფეხზე აქვს, აჩქარდება, ნელ-ნელა ცენტრისკენ შეიწევს და კარის მიმართულებით გაუშვებს. კი, რთულია სწრაფი ფეხბურთელის გაჩერება, თუმცა შეეჩვივნენ, მიიღეს გამოცდილება და ერთმანეთის დაზღვევით ყველაფერს მშვიდად აგვარებენ. ქართველი არ პროგრესირებს, სამწუხაროდ, ზედმეტად პროგნოზირებადი გახდა. ესაა მიზეზი, რის გამოც ლეონიდ სლუცკი მეორე ტაიმში მუდმივად ცვლის.
შეგახსენებთ, ამ სეზონში ხვიჩას 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა
აქვს.
მომზადებულია bombardir-ის მიხედვით
ხვალვე წამოსვლას ვინც ურჩევთ იმათგან მაინტერესებს, ჯერ კანონი არანაირი არ არსებობს ლეგიონერების მხრიდან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტაზე და უგუნდოდაც დარჩეს, ვეღარც ივარჯიშოს და პლიუს ფიზიკას მოუმატოს?!
ჯერ არცერთი გუნდი არაა მზად სამწუხაროდ რომ მიიღოს იქედან წამოსული ლეგიონერები, თორე ახლავე წამოვიდოდა მაგ ღორების ქვეყნიდან.
ცოტა ლოგიკა ხომ უნდა დაატანოთ რას წერთ.