"ესაა მიზეზი, რის გამოც ლეონიდ სლუცკი მეორე ტაიმში მუდმივად ცვლის..." - ხვიჩა გააკრიტიკეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა იური ბელოუსმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ხვიჩა მატჩიდან მატჩამდე სხვა გუნდებისთვის მიმზიდველობას კარგავს. მოთამაშეებმა მის წინააღმდეგ თავის დაცვა ისწავლეს, იციან, რომ თუ ბურთი მარცხენა ფეხზე აქვს, აჩქარდება, ნელ-ნელა ცენტრისკენ შეიწევს და კარის მიმართულებით გაუშვებს. კი, რთულია სწრაფი ფეხბურთელის გაჩერება, თუმცა შეეჩვივნენ, მიიღეს გამოცდილება და ერთმანეთის დაზღვევით ყველაფერს მშვიდად აგვარებენ. ქართველი არ პროგრესირებს, სამწუხაროდ, ზედმეტად პროგნოზირებადი გახდა. ესაა მიზეზი, რის გამოც  ლეონიდ სლუცკი მეორე ტაიმში მუდმივად ცვლის.

შეგახსენებთ, ამ სეზონში ხვიჩას 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა
აქვს.

მომზადებულია bombardir-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
ისე ჩვენსი დარჩეს და მართალია ის ბლერი ! მაგრამ ხვიცას ბრალი არაა ეს ! მთელი კრიტიკა სლუცკიზე უნდა მიიმართოს ! ხედავ ხო ასე არ გამოდის ადექი და შეუცვალე ტაქტიკა ხვიჩასაც და მთელ გუნდსააც @ დიდი არაფერი ტრენერი არ ყოფილა ეგ !
zura222
14:41 02-03-2022
5
ასეთ სიტუაციაში ძნელი იქნება თამაშზე კონცენტრირება.
ყველამ წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას. 21 წლის სრულიად გამოუცდრლი ახალგაზდა ბიჭია. ის, რომ ჯერ კონტრაქტის გაწყვეტა შეუძლია სრული აბსურდია, და კანონი ჯერ არ მიუღია არავის, ფიფამ მიმართა რუსეთს, რომ მისცეს უფლება ლეგიონერებს კონტაქტის გაწყვეტის, მაგრამ ჯერ ამაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.
მანამდე რა ვქნათ? აქედან ვაგინოთ ხვიჩას, რომ ვერც წამოსვლას ახერხებდეს და თან ვერც თამაშზე კონცენტრირდებოდეს?
სანაკრებო თამაშები კარს მოგვადგა და გვჭირდებ ეგ ბიჭი.
ძალიან კარგი იქნება, როცა საქართველოში ჩამოვა მაშინ მოგვარდეს მისი რუსეთიდან წამოსვლის საკითხიც და ევროპულ კლუბში გადავიდეს...
მე ინფორმაცია მოვიძიე ამაზე, იმიტომ რომ ზოგიერთივით საკითხში გაურკვევლად საუბარი არ მიყვარს...
ხოდა არცერთი პრეცენდენტი არ არსებობს იმისა, რომ ფეხბურთელს ცალმხრივად გაეწყვიტოს კონტაქტი და თან რომელიმე მაღალი დონის გუნდს მიეღოს, სანქციების და ყველაფერის გარეშე.
თვენ თუ გახსენდებათ რაიმე მსგავსი მითხარით და დავგუგლავ, გადავამოწმებ.
თუ ვერსად გადავიდა და ვერ ითამაშა რად გვინდა მაგის ცარიელი პატრიოტიზმი? რის გამოც გვიყვარს და ვაფასებთ, კარგი თამაში და გოლების გატანაა ხო?
უთამაშებლობით საერთოდ განადგურდება მისი კარიერა და ნუ ებრძვით ბიჭს, რომელსაც კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ქვყენის ნაკრებისთვის.
Skeleton
15:29 02-03-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული