"ესაა მიზეზი, რის გამოც ლეონიდ სლუცკი მეორე ტაიმში მუდმივად ცვლის..." - ხვიჩა გააკრიტიკეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა იური ბელოუსმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ხვიჩა მატჩიდან მატჩამდე სხვა გუნდებისთვის მიმზიდველობას კარგავს. მოთამაშეებმა მის წინააღმდეგ თავის დაცვა ისწავლეს, იციან, რომ თუ ბურთი მარცხენა ფეხზე აქვს, აჩქარდება, ნელ-ნელა ცენტრისკენ შეიწევს და კარის მიმართულებით გაუშვებს. კი, რთულია სწრაფი ფეხბურთელის გაჩერება, თუმცა შეეჩვივნენ, მიიღეს გამოცდილება და ერთმანეთის დაზღვევით ყველაფერს მშვიდად აგვარებენ. ქართველი არ პროგრესირებს, სამწუხაროდ, ზედმეტად პროგნოზირებადი გახდა. ესაა მიზეზი, რის გამოც  ლეონიდ სლუცკი მეორე ტაიმში მუდმივად ცვლის.

შეგახსენებთ, ამ სეზონში ხვიჩას 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა
აქვს.

მომზადებულია bombardir-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
იქნებ ჩამოყალიბდეთ გულშემატკივრები რა გინდათ ამ ბიჭისგან, ფიზიკას მოუმატოს, კარგად ითამაშოს თუ ეგრევე წამოვიდეს რუბინიდან და ზაფხულამდე აქ იჯდეს უვარჯიშებელ-უთამაშებელი. უფრო რომელი ჯობია? :დ
ხვალვე წამოსვლას ვინც ურჩევთ იმათგან მაინტერესებს, ჯერ კანონი არანაირი არ არსებობს ლეგიონერების მხრიდან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტაზე და უგუნდოდაც დარჩეს, ვეღარც ივარჯიშოს და პლიუს ფიზიკას მოუმატოს?!
ჯერ არცერთი გუნდი არაა მზად სამწუხაროდ რომ მიიღოს იქედან წამოსული ლეგიონერები, თორე ახლავე წამოვიდოდა მაგ ღორების ქვეყნიდან.
ცოტა ლოგიკა ხომ უნდა დაატანოთ რას წერთ.
Winter
14:52 03-03-2022
0
ეროვნულ ლიგა 2 ში მარტვილის მერანში იქ ნამდვილად იოლად გაუსწორდება მცველებს. სიმართლე რომ ვთქვათ საშუალო ფეხბურთელია მსოფლიო ბაზარზე.
მეგრელი
13:25 03-03-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული