ჩაკვეტაძე მწვრთნელმა პირველად დააყენა სასტარტოში

AutoSharing Option
თბილისის დროით 21:30 საათზე გერმანიის თასის მეოთხედფინალური მატჩი დაიწყება „ჰამბურგსა“ და „კარლსრუეს“ შორის. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე პირველად იწყებს თამაშს სასტარტო შემადგენლობაში.

ჩაკვეტაძემ მეორე ბუნდესლიგის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ოთხივეჯერ შეცვლაზე შევიდა, ურიგოდ არ უთამაშია, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. „ვერდერთან“ წაგების (2:3) შემდეგ გულშემატკივრები გიორგის ძირითადში დაყენებას ითხოვდნენ და მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო ქართველი სასტარტოში დააყენოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა მატყუარები ხართ,
გულშემატკივრები ითხოვდნენ არა კვახი!
ბს
22:03 02-03-2022
9
…წარმატებები გიო!!!
დათო
21:15 02-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული