გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ჩემპიონატზე „ჰამბურგში“ მეხუთე მატჩს ჩაატარებს, ზედიზედ მეორედ დააყენეს ძირითად შემადგენლობაში. შეგახსენებთ, მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა ქართველს „კარლსრუესთან“ თასზე თამაში სასტარტოდან დააწყებინა და მან საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ჰამბურგი“ 41 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ნიურნბერგი“ 39 ქულით მეექვსეზე.
მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.