მიქაუტაძის ზედიზედ მე-15 უგოლო მატჩი და "სერენის" მორიგი მარცხი

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ სახლში 0:5 განადგურდა „ბრიუგესთან“.

„სერენი“ 41-ე წუთზე ნახევარმცველ მატიე კახბახის პირდაპირი წითელი ბართით გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, როდესაც ანგარიში 0:2 იყო და სტუმრებს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ.

მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა თავის გუნდს ისევ ვერაფრით ვერ შეეწია - 27 ნოემბრის შემდეგ თამაშიდან არ გაუტანია (ამ პერიოდში 2 პენალტი გამოიყენა) და ყველა ტურნირზე მისმა უგოლო სერიამ 15 მატჩი შეადგინა. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე 24 შეხვედრაში გატანილი 8 გოლია.

„სერენმა“ ჟუპილერ ლიგაზე
ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა, 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად „სტანდარდს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული