01:59 13-03-2022
"ვალენსიას" ფრე - მამარდაშვილმა 13 მატჩში კარი 6-ჯერ მშრალად შეინახა [VIDEO]
AutoSharing Option
ამ მატჩში „ღამურების“ კარი გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა, რომელმაც გასული ტურის შეხვედრა „გრანადასთან“ ავადმყოფობის გამო გამოტოვა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 შეხვედრაში 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად.
პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო, ორმხრივი იერიშებით, გიორგის ბევრი სამუშაო არ ჰქონია, ოთხჯერ დაურტყეს ბურთი და ოთხივეჯერ დამაჯერებელი იყო. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბევრი იყო ბრძოლა, ნაკლები მომენტები, 71-ე წუთზე ქართველმა მეკარემ უკან დაგორებული ბურთი ამოტანისას მეტოქე გუნდის თავდამსხმელ მაიორალს მოარტყა და გოლი გავიდა. თუმცა, მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ გოლი გააუქმა, რადგან ბურთი მაიორალს ხელზე მოხვდა.
„ვალენსიამ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ ფრეს მიაღწია, 37 ქულით მე-9 ადგილზეა და 19 მარტს გასვლაზე „ელჩეს“ დაუპირისპირდება.
ხეტაფე. „ალფონსო პერესი“. 10 349 მაყურებელი
ხეტაფე - ვალენსია 0:0
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მაგრა უმართლებს ამ ბიჭს. ცალკე იმით რო სილესენი სულ იმტვრევა. ცალკე იმით რომ მისი შეცდომები დიდწილად გოლით არ მთავრდება. ამასობაში ისწავლის და ძაან მაგარი დადგება
13
1
ნუ მოკლედ პროფესორები ხართ რა, ფეხით თამაში პირიქით, მამარდას ძლიერი მხარეა.
5
6
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული