"ვალენსიას" ფრე - მამარდაშვილმა 13 მატჩში კარი 6-ჯერ მშრალად შეინახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ხეტაფეს" დაუზავდა - 0:0.

ამ მატჩში „ღამურების“ კარი გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა, რომელმაც გასული ტურის შეხვედრა „გრანადასთან“ ავადმყოფობის გამო გამოტოვა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 შეხვედრაში 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო, ორმხრივი იერიშებით, გიორგის ბევრი სამუშაო არ ჰქონია, ოთხჯერ დაურტყეს ბურთი და ოთხივეჯერ დამაჯერებელი იყო. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბევრი იყო ბრძოლა, ნაკლები მომენტები, 71-ე წუთზე ქართველმა მეკარემ უკან დაგორებული ბურთი ამოტანისას მეტოქე გუნდის თავდამსხმელ მაიორალს
მოარტყა და გოლი გავიდა. თუმცა, მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ გოლი გააუქმა, რადგან ბურთი მაიორალს ხელზე მოხვდა.

„ვალენსიამ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ ფრეს მიაღწია, 37 ქულით მე-9 ადგილზეა და 19 მარტს გასვლაზე „ელჩეს“ დაუპირისპირდება.

ხეტაფე. „ალფონსო პერესი“. 10 349 მაყურებელი
ხეტაფე - ვალენსია 0:0

მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგრა უმართლებს ამ ბიჭს. ცალკე იმით რო სილესენი სულ იმტვრევა. ცალკე იმით რომ მისი შეცდომები დიდწილად გოლით არ მთავრდება. ამასობაში ისწავლის და ძაან მაგარი დადგება
1
ნუ მოკლედ პროფესორები ხართ რა, ფეხით თამაში პირიქით, მამარდას ძლიერი მხარეა.
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული