კვარაცხელია "როსტოვთან" მატჩის სასტარტოშია

AutoSharing Option
დღეს, 14 მარტს, რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში "რუბინი" "როსტოვს" უმასპინძლებს - მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაშია გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია.

კვარაცხელიამ ამ სეზონში ჩემპიონატის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წააგეს 1-2.რუბინმა კარგად დაიწყო,მაგრამ 12 წუთზე,როსტოვის პირველივე შეტევაზე,რუბინის ნახევარმცველი თავის კაცს არ გაჰყვადა ფლანგური ჩაწოდებიდან გოლი გაუშვეს.19 წუთზე პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს ლისაკოვიჩს.ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე დარჩენილ რუბინს ბევრი არაფერი გამოსდიოდა,შეტევაში.76 წუთზე ბეგიჩმა საკუთარ კარში ჩაჭრა,ფლანგური ჩაწოდება,რომელსაც მეკარე იღებდა.ერთი წუთის შემდეგ კი,საჯარიმოს კუთხესთან დანიშნული ჯარიმა,შესანიშნავი ჩაწოდება დარტყმით,შორეულ კუთხეში შეაგდო ხვიჩამ.ამის შემდეგ რუბინი გაცოცხლდა,გასათანაბრებლად გაიწია,მაგრამ ვერ შესძლო.ბოლო წუთზე ბაირამიანმა ხვიჩასთან ბრძოლაში კუთხურზე გადააგდო ბურთი,მაგრამ მსაჯმა,დარტყმა კარიდან დანიშნა და დავისათვის ხვიჩაც გააფრთხილა.შარშან,რუბინის ბოლო თამაშში,როცა რუბინმა ევროტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა,ამ მსაჯმა თამაშის შემდეგ ხელი არ ჩამოართვა და არ მიულოცა სლუცკის.ახლაც,როცა ხვიჩა წააქციეს,სლუცკი გააფრთხილა კამათისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ გააფრთხილა როსტოველი ფეხბურთელი.მანამდე მგონი მართლა არ აპირებდა.გვერდით მსაჯად,შალამბერიძე მსაჯობდა,მოსკოველი.
სოსო
22:22 14-03-2022
0
ნახეთ რა გოლი გაუტანა ხვიჩამ როსტოვს მაგარ ფორმაშია და საქართველოს ნაკრებს ჭირდება
დიტო
22:12 14-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული