სლუცკი: კვარაცხელიამ ნამდვილი ლიდერივით და ოსტატივით ითამაშა

AutoSharing Option
"როსტოვთან" რუსეთის ჩემპიონატზე წაგებული საშინაო მატჩის (1:2) შემდეგ "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მეშკოვის მსაჯობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, მშობლიურ ვოლგოგრადში დაბრუნდება. მან ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, რომელმაც გოლი გაიტანა.

- დღეს ხვიჩამ ნამდვილი ლიდერივით ითამაშა. ის ლეგიონერების წასვლის მერე პასუხისმგებლობას გრძნობს?
- ვფიქრობ, ასეა. ის ძალიან ყოჩაღია. დიდი ხანია სრული მატჩი არ უთამაშია და აქ ფეხბურთელთა დიდი ჯგუფის არყოფნისას მნიშვნელოვანი იყო, ვის შეეძლო ლიდერობა საკუთარ თავზე აეღო. თუ პოზიტივის ძებნას დავიწყებთ, მაშინ ხვიჩა მართლაც ნამდვილი ლიდერივითა და
ოსტატივით თამაშობდა.

- ეკონტაქტებით თუ არა იმათ, ვინც წავიდა? მათ თუ აქვთ პროგრამა?
- მე ისინი კარიერაში კიდევ შემდეგი ნაბიჯისთვის უნდა მოვამზადო? ამას ვცდილობდი, როდესაც აქ იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გული მტკივა რა მართლა!!! მაკედონიასთან წაგების მერე, ერთადერთი მიზეზი რაც ცოტა იმედს მაძლევდა კვარაცხელია და ჩაკვეტაძე იყო. გიო რავი გააწამა ტრავმებმა და ძაან მენანება ამდენი დრო რომ გაუცდა, ხვიჩაზე აღარ ვიცი რა ვიფიქრო ფაქტია რომ უდიდესი ტალანტი და მაგარი ადამიანია, მაგრამ გვერდში მყოფი ხალხი რას აკეთებს ვერ ხვდები,ეს ბიჭი არ ჩანს ისეთი რომ მარტო ფული აინტერესებდებდეს. არ არის აუცილებელი ტოპ კლუბში გადასვლა. რავიცი ყველაფერი გამოიყენონ ამ ლიგიდან რომ წამოვიდეს ტოპ ლიგების ნებისმიერ გუნდში. "ნეუჟელი" ერთი მსურველი არ ყავს?! ან 20 მლნ. რა არის ესეთი ფეხბურთელისთვის?! არ ვიცნობ მაგ ჯუღელს მაგრამ ისე ჩანს რომ მოიკოჭლებს.
პ.ს. უეფაც სცოდავს ისე.
ხო კიდე სპორტი არის პოლიტიკის ნაწილი, ეს ესე იყო არის და იქნება, და "კაკ რაზ" ყველაზე მეტად რუსები თვლიან ესე
ზურა
16 მარტი 2022 00:50
1
გამოდის შენ უფრო შეგტკივა გული ვიდრე მის ახლობლებს ? ვიდრე მის მენეჯერს ? დავიჯერო შენ უკეთ გესმის საფეხბურთო ბიზნესის წესები ვიდრე იმ ხალხს ვინც ამით წლებია დაკავებულია ? მოდი რა ძმურად რომის პაპზე დიდი კათოლიკები ნუ ვიქნებით .
ზურა
16 მარტი 2022 19:08
0
უნდა ჩაყვეს საფლავში რუსეთის პრემიერ ლიგას და რუბინს, აბა მატუშკა რუსეთს ხომ არ უღალატებს, მით უმეტეს ფეხბურთსა და პოლიტიკას ერთმანეთთან რა საერთო აქვთოო.......
პარტახი
15 მარტი 2022 11:30
21
სწორედ ახლა აქვს ხვიჩას დრო გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდეს, ანუ გუნდის ლიდერის სადავეები აიღოს ხელში და ისწავლოს ეს ხელობა. ამდენხანს ის საინტერესო ინდივიდუალური ფეხბურთელი იყო, რომელსაც მაყურებლის გაოცების როლი ქონდა განსაზღვრული და მშვენივრად ახერხებდა, ბოლო დროს კი ესეც აღარ გამოდიოდა. გუნდის ლიდერის მოვალეობა და პასუხისმგებლობა სულ სხვაა და ამას სწავლა უნდა.
ჟორა გაბრიჭიძე
15 მარტი 2022 10:31
4
არავითარი. რუსეთში ლიდერობის #### რუსეთში თუ ხარ წყალში ჩაყრილია ყველაფერი ჯერ გამოვიდეს რუსეთიდან და ევროპულ ლიგაში თავის დამკვიდრება დაიწყოს.
Lideri
15 მარტი 2022 19:40
1
მოთაფლვას უპირებს ეხლა რომ დატოვოს. აქამდე არ იყო ოსტატი და ეხლა გახდა ოსტატი? Fუ... სლუწკი
Fu
15 მარტი 2022 02:45
19
ეს კაცი უდიდესი დაბრკოლებაა ხვიჩასთვის. თუ არ წამოვა, ამის გამო არ წამოვა. უყვარს ამ კაცს და აფასებს. პროფესიონალად თვლის და ეხმარება ყველაფერში. ადვილი შესაძლებელია მისი თხოვნის გამო არ/ვერ წამოვიდეს.
რა რთულ პეროდში აღმოჩნდა ხვიჩა.
ნეტა გაუძლოს ამ ყველაფერს.
!!
15 მარტი 2022 00:41
2
სლუცკის ფაქტორი რომ არ იყოს,ჯუღელი წარმოიდგინე რა დღეში იქნება
ზალიკო
15 მარტი 2022 02:57
1
Gasagebia magram zustad magitomaris jugeli sakutar tavze aigoos Pasuxis mgebloba. Esea ra sachiro da vso
Devil
15 მარტი 2022 01:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული