ლორიამ "ანორთოსისთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 36 წლის მეკარე გიორგი ლორიამ "ანორთოსისთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

"გიორგი ლორია აქ რჩება! "ანორთოსისი" ქართველ მეკარესთან კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე განახლებაზე იტყობინება. ასე რომ, ახალი ხელშეკრულების დასრულებისას ფეხბურთელს ჩვენს გუნდში 5 წელი ექნება ნათამაშები. გიორგის ჩვენი გუნდის მაისურით დიდ წარმატებებს ვუსურვებთ", - ნათქვამია ფამაგუსტური კლუბის განცხადებაში.

ლორია "ანორთოსისში" 2019 წელს "მაგდებურგიდან" გადავიდა. მას ნაკრებში 63 მატჩი აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული