ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს, - იტყობინება Tuttomercatoweb-ი.
გამოცემის ცნობით, "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტები, რომელთა ვინაობა არ სახელდება, ნეაპოლში კასტელვოლტურნოს ბაზაზე შეამჩნიეს, სადაც "ნაპოლის" გარემოცვასთან ჰქონდათ შეხვედრა.
Tuttomercatoweb-ი ირწმუნება, რომ ხვიჩას სამსახურით "რომა" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი, მაგრამ "ნაპოლი" ცდილობს ყველას დაასწროს, მოცემულ მომენტში მოლაპარაკებებში მიზნის მიღწევასთან უფრო ახლოსაა, რათა ქართველი ხელში ჩაიგდოს და გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიეროს.
ფიფას და უეფას ნებართვით, რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს 7 აპრილამდე აქვთ საზღვარგარეთულ კლუბებთან კონტრაქტების გაფორმების უფლება, ოღონდ 30 ივნისს თავიანთ გუნდებში უნდა
დაბრუნდნენ. თუმცა, იმედია, მათ საბოლოოდ ხელშეკრულების გაწყვეტის ნებასაც დართავენ.