მიქაუტაძე პრესინგში გამორჩეულია და გატანის იმედს არ კარგავს

AutoSharing Option
გასულ სეზონში D1B-ის საუკეთესო ბომბარდირი, ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ახლა მოწინააღმდეგეთა ბადეებს ნაკლებად არხევს. თუმცა 'მეციდან" იჯარით აყვანილი ფეხბურთელი ამბობს, რომ ის აგრძელებს პროგრესს და ეს დაცვით ფუნქციებში თამაშს ეხება.

გასულ სეზონში შეუჩერებელ (19 გოლი და 1 საგოლე პასი ლიგაში) 21 წლის ფეხბურთელს ახლა 8 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს. "გუნდისთვის მნიშვნელოვანი ვარ და ყველა ბურთზე ვიბრძვი. ასევე, დაცვაში  მწვრთნელის მითითებებით შესაბამისად ვთამაშობ" - განმარტა ქართველმა შემტევმა პრესკონფერენციაზე.

"რადგან გოლები არ არის, ამბობენ, რომ ეს არ არის შარშანდელი "ჟორჟი".
ცოტათი სიმართლეა, ვაღიარებ, მაგრამ ახლა ნაკლებია საგოლე შანსებიც. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისევ გავიტანო. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბედი შეიცვლება "სტანდარტთან" გამარჯვების შემდეგ", - დაასკვნა იმან, ვისაც 26 იანვარს "ბეერსხოტთან" გამარჯვების შემდეგ მეტი აღარ გაუტანია.

გიორგის უკანასკნელ ტურში მოწინააღმდეგის კარი არ აუღია, მაგრამ კარგი თამაში ჩაატარა. მთავარი მწვრთნელი ჟან-ლუი გარსია ამბობს, რომ ფორვარდი ბევრს მოძრაობს და არც პრესინგის თამაშს ერიდება.

მომზადებულია Walfoot-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
რთულია ეხლა უმაღლეს დივიზონში გამოდის ყველაზე სუსტი გუნდით, და ბომბარდირობას ვერ მოვთხოვთ
nedved
20:39 18-03-2022
0
გოლების გატანა დიდებული ნიჭია,მაგრამ ფეხბურთელმა სხვაც ბევრი რამე უნდა იცოდეს.თუ მწვრთნელი თვლის,რომ მიქაუტაძე ვითარდება,ესე იგი ასეც არის და შეძენილი უნარები,აუცილებლად გამოადგება მომავალში.
სოსო
19:22 18-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული