"ჯანო მართლა კარადაში დაიმალა - ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ მინახავს" - "სპარტაკის" ყოფილი მეკარე

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე არტიომ რებროვი ახლა ამავე კლუბში ტექნიკურ კოორდინატორად მუშაობს და გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები და მათ შორის ჯანო ანანიძე  Sports.ru-ს ბლოგში დაახასიათა.

"ჯანიკი პოტენციურად ყველაზე ძლიერი და ყველაზე ნიჭიერი ბიჭია, რომელიც ოდესმე მინახავს. ცოტა ხნის წინ გუნდში ვლაპარაკობდით, საუბარი ანანიძეზე დავიწყეთ, ჯიკა (ჯიქია - რედ) ამბობს: "ის უკვე 30 წლისაა". მე შოკში ვარ: 30-ის? ის ჩემთვის ისევ ის პატარა ბიჭია, ძნელი დასაჯერებელია, რომ უკვე 30 წლისაა.

რა თქმა უნდა, ყველაზე დასამახსოვრებელი - როდესაც ბაზაზე კარადაში დაიმალა, რათა
კომსომოლსკ-ნა-ამურეში 2014 წელს თასის მატჩზე არ გაფრენილიყო. დიახ, ეს სიმართლეა! ისტორია ასეთია: ჯანოს რაღაც სტკიოდა, მაგრამ არ დაუჯერეს. ეწყინა, რომ არ დაუჯერეს, მენტალიტეტი ხომ ფეთქებადი აქვს და ასე გამოხატა პროტესტი.

იქ კი ყველანი არ მიფრინავდნენ, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა ნაწილი დარჩა, ჩვენ უბრალოდ ვვარჯიშობდით. დავბრუნდით ვარჯიშიდან, დავინახეთ ყველა ეს სიახლე და დაჯერება გაგვიჭირდა. როგორც გაირკვა, ის მართლა შეძვრა ნომერში კარადაში, არც ზარებსა და არც შეტყობინებებზე არ პასუხობდა. ეძებეს, მაგრამ კარადა არ შეუმოწმებიათ. გაფრენის დრო მოვიდა და ავტობუსი მის გარეშე წავიდა.

ამასთან კიდევ ერთხელ ვიტყვი: ჯანიკს უბრალოდ კი არ უნდოდა არ წასულიყო, მას ეწყინა, რომ არ დაუჯერეს და აი, ასეთი წარმოდგენა შეასრულა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
სპარტაკის არწივი
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული