მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე არტიომ რებროვი ახლა ამავე კლუბში ტექნიკურ კოორდინატორად მუშაობს და გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები და მათ შორის ჯანო ანანიძე Sports.ru-ს ბლოგში დაახასიათა.
"ჯანიკი პოტენციურად ყველაზე ძლიერი და ყველაზე ნიჭიერი ბიჭია, რომელიც ოდესმე მინახავს. ცოტა ხნის წინ გუნდში ვლაპარაკობდით, საუბარი ანანიძეზე დავიწყეთ, ჯიკა (ჯიქია - რედ) ამბობს: "ის უკვე 30 წლისაა". მე შოკში ვარ: 30-ის? ის ჩემთვის ისევ ის პატარა ბიჭია, ძნელი დასაჯერებელია, რომ უკვე 30 წლისაა.
რა თქმა უნდა, ყველაზე დასამახსოვრებელი - როდესაც ბაზაზე კარადაში დაიმალა, რათა
იქ კი ყველანი არ მიფრინავდნენ, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა ნაწილი დარჩა, ჩვენ უბრალოდ ვვარჯიშობდით. დავბრუნდით ვარჯიშიდან, დავინახეთ ყველა ეს სიახლე და დაჯერება გაგვიჭირდა. როგორც გაირკვა, ის მართლა შეძვრა ნომერში კარადაში, არც ზარებსა და არც შეტყობინებებზე არ პასუხობდა. ეძებეს, მაგრამ კარადა არ შეუმოწმებიათ. გაფრენის დრო მოვიდა და ავტობუსი მის გარეშე წავიდა.
ამასთან კიდევ ერთხელ ვიტყვი: ჯანიკს უბრალოდ კი არ უნდოდა არ წასულიყო, მას ეწყინა, რომ არ დაუჯერეს და აი, ასეთი წარმოდგენა შეასრულა".