მამარდაშვილის მშრალი სერია გრძელდება - "ვალენსიამ" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ლა ლიგის 29-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ გასვლაზე „ელჩე“ 1:0 დაამარცხა

პირველ ტაიმში ულამაზო თამაში იყო, მომენტები არ შექმნილა, შესვენების შემდეგ კი გედეშმა „ღამურები“ ცოტა არ იყოს კურიოზული გოლით დააწინაურა. მან ამ სეზონში პრიმერაზე მე-11 გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე ახლო მანძილიდან როკოს დარტყმული ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ მამარდაშვილს და კარში გავიდა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. უნდა ითქვას, ქართველს ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მაგრამ ყველა ეპიზოდში დამაჯერებლად გაისარჯა.

გიორგიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 შეხვედრაში 7-ჯერ შეინახა
კარი მშრალად.

„ვალენსია“ ჩემპიონატზე ბოლო 4 მატჩში დაუმარცხებელია, 40 ქულით მე-9 ადგილზეა და 3 აპრილს „კადისს“ უმასპინძლებს.

ელჩე. „მარტინეს ვალერო“. 15 780 მაყურებელი
ელჩე - ვალენსია 0:1
გოლი: გედეში (50)
გაძევება: მოხიკა (90+2, ელჩე)

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა თქმა უნდა პაულისტას მწყობრში ჩადგომა ძალიან შეეტყო ვალენსიას დაცვას,მაგრამ 14 თამაშიდან 7 თამაშში კარის მშრალად შენახვა,ვალენსიას დაცვის პირობებში,პატარა საქმე ნამდვილად არ არის.სილქსპორტის არხები ჩემს კომპიუტერში, რატომღაც ისევ შეჩერებულია და ვერც ეს თამაში ვნახე,მაგრამ რის ნახვასაც ვახერხებ,აშკარაა,რომ კარში უკვე თავდაჯერებულად დგას და მეკარის თავდაჯერებული თამაში,დიდ გავლენას რომ ახდენს,დაცვის თავდაჯერებულობაზე,არც ესაა სადავო.ასე რომ, მიდი გიო!
სოსო
23:39 19-03-2022
1
… ყოჩაღ და ბრავო გიორგი!!!! ძნელია, როდესაც ვალენსიას თითქმის ათივე ფეხბურთელი ვერ ქაჩავს და შენ გაცილებ ით დიდი ტვირთი გაწევს და ნერვიულობაც თავისთავად მატულობს!!!
დათო
22:57 19-03-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული