ქართველები ყოჩაღობენ - კაშიამაც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებში გამომგზავრების წინ ჩვენი ლეგიონერები ჩინებულად ასპარეზობენ - გოლი "სლოვანის" მცველმა გურამ კაშიამაც გაიტანა.

სლოვაკეთის ჩემპიონატზე კაშიამ „სერედთან“ მოგებულ საშინაო მატჩში (5:1) მე-40 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი შეცვალეს. გურამმა ამ სეზონში ჩემპიონატის 19 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

ტრვმირებული ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო.

ბრატისლავური გუნდი 60 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ ტრნავას „სპარტას“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 14 ქულით უსწრებს და ამ კლუბს 3 აპრილს სტუმრად დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ელგუჯა გრიგალაშვილი ანგრევს უზბეკეთის ჩემპიონატს ამ ბოლო დროს და იქნებ დაინტერესდენ ნაკრებში
ღიღი
04:08 20-03-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული