სლოვაკეთის ჩემპიონატზე კაშიამ „სერედთან“ მოგებულ საშინაო მატჩში (5:1) მე-40 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი შეცვალეს. გურამმა ამ სეზონში ჩემპიონატის 19 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
ტრვმირებული ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო.
ბრატისლავური გუნდი 60 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ ტრნავას „სპარტას“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 14 ქულით უსწრებს და ამ კლუბს 3 აპრილს სტუმრად დაუპირისპირდება.