"ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩში შეინახა კარი მშრალად, "ელჩესთან" სტუმრად გამარჯვების (1:0) შემდეგ კი Superdeporte-მ მას წერილი მიუძღვნა:
კიდევ ერთი მატჩი გოლგაუშვებლად: გიორგი დაუმარცხებელია
"ამ სეზონში 7 შეხვედრაში (6 პრიმერაზე და 1 თასზე) არ გაუშვა გოლი და 387-წუთიანი მშრალი სერია აქვს. ის თამაშისას სიფხიზლითა და კონცენტრირებულობით გამოირჩევა.
სიახლე არ არის, რომ მამარდაშვილმა ისევ გრანდიოზული სპექტაკლი დადგა. ქართველმა მეკარემ გოლი კვლავ არ გაუშვა და "ვალენსიას" გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, რომელიც ევროტურნირებზე გასვლისათვის იბრძვის.
პირველ ტაიმში მამარდაშვილს სამუშაო თუმცა, მამარდაშვილის კარგი ასპარეზობა მხოლოდ ამაში როდი მდგომარეობდა, არამედ თამაშის მოწიფულობაში. გამოსვლებზე მუდამ დამაჯერებელი იყო - მხოლოდ ერთხელ დაუშვა მცირე შეცდომა, როცა მის მიერ მოგერიებული ბურთი პარტნიორს ზურგში მოხვდა.
მას შემდეგ, რაც იასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო, გიორგი ისეთ მაღალ დონეს აჩვენებს, რომ დებატები გამოიწვია - ვინაა პირველი გოლკიპერი? ნიდერლანდელმა ამ კვირაში საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა და მწვრთნელი ხოსე ბორდალასი არჩევანის წინაშე დადგა, თუ სეზონის დარჩენილ ნაწილში რომელს უნდა გამოუცხადოს ნდობა".
ეს არის პასუხი იმ ადამინებისთვის რომლებსაც გონიათ რომ საქართველოს შიდა ლიგიდან ტოპში მოხვედრა შეუძლებელია წარმატებები მამარდას და იმედი მაქვს კოპას მოიგებს ვალენსია.