ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩამ ინსინიე უნდა ჩაანაცვლოს - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას შესაძლო სატრანსფერო ფასს ასახელებს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერს, რომ "ნაპოლის" ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ რეალურია. 

როგორც იცით, ზაფხულში ნეაპოლიტანელთა რიგებს ლორენცო ინსინიე დატოვებს და "ტორონტოში" გადაბარგდება. ამიტომ მისი შემცვლელის ძიება უკვე დაწყებულია. 

აქამდე უკვე იწერებოდა იმის შესახებ, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას წარმომადგენლებთან პირველი მოლაპარაკებები უკვე გამართა.

ალფრედო პედულა იუწყება, რომ გარიგების ღირებულებამ, შესაძლოა, 15 მილიონი ევრო შეადგინოს და ის ზაფხულში განხორციელდეს. 

პედულა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ჟურნალისტია... ვნახოთ, იმედია, ყველაფერი ხვიჩასთვის კარგად დასრულდება. 

altხვიჩამ ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს - გავუფრთხილდეთ კვარაცხელიას პერსპექტივებს...

alt

"გამორიცხავთ, რომ კვარაცხელია შიგნიდან ანგრევდეს "რუბინს?" - ვახო სანაია ხვიჩას კაპიტნობას ეხმაურება