as: რა ასპექტებზე მუშაობს მამარდაშვილი?

AutoSharing Option
იმის თქმა, რომ გიორგი მამარდაშვილმა თბილისის "დინამოდან" "ვალენსიაში" გადასვლის შემდეგ შანსები კარგად გამოიყენა, უკვე რეალობაა, რომელიც აღარავის უკვირს. პირველივე სეზონში ქართველმა ჯერ 14 მატჩი ჩაატარა და შესანიშნავად ითამაშა ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ბილბაოს "ატლეტიკია". თუმცა, როგორც ფეხბურთელს, ასევე კლუბს, მიაჩნიათ, რომ მას კიდევ უფრო დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია, რის გამოც კონკრეტულ ასპექტებზე მუშაობენ, რაც ქართველ მეკარეს გაცილებით კონკურენტუნარიანს გახდის...

ერთ-ერთი მთავარი ასპექტი საჰაერო ბურთებზე თამაშია. თითქმის ორი მეტრი სიმაღლის (1,97) მოთამაშის ერთ-ერთი ნაკლად ის მიიჩნევა, რომ ის ვერ ბედავს კარის
დატოვებასა და მაღალ ბურთებზე თამაშს, რაც მეორე მხრივ, 21 წლის ასაკში ნორმალურად ჩანს. ბორდალასი არცთუ ისე კმაყოფილი დარჩა - "ალავესთან" და "ბარსელონას" წინააღმდეგ მეკარე არ იყო კარგი გამოსვლებზე და, შესაბამისად, ამ არეში ბურთს ერთხელაც არ დაუფლებია.

გიორგისთან საუბრის შემდეგ ამ მხრივ მუშაობაზე ყურადღება გაამახვილეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. ბორდალასი ბოლო კვირების განმავლობაში ამხნევებდა გიორგის, გაებედა კარიდან გამოსვლა და საკუთარი სიმაღლით ესარგებლა. რა თქმა უნდა, შედეგმაც არ დააყოვნა, ჯერ "მალიორკასთან", მოგვიანებით კი "ატლეტიკთან", მამარდაშვილი ამ კუთხით საგრძნობლად გაუმჯობესებული იყო და საჰაერო გასასვლელებში მეტოქის მეკარეებს (4-0 რიკოსთან და 2-1 აგირრეზაბალასთან) აჯობა.

კლუბში იციან, რომ მამარდაშვილმა ბევრ ასპექტზე ისევ უნდა გააგრძელოს მუშაობა, მაგრამ კმაყოფილნი არიან არა მხოლოდ მისი დონით, არამედ გაუმჯობესების შესაძლებლობითაც. სლოგანი ნათელია: მან მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი სხეული, მოქნილობის თვალსაზრისით კი, მაღალი დონე უკვე აჩვენა. 

მომზადებულია as-ის მიხედვით

altმამარდაშვილის მშრალი სერია გრძელდება - "ვალენსიამ" გაიმარჯვა

alt"გუნდის მთავარ მეკარედ ვხედავ, თასის ფინალში მამარდაშვილი უნდა იდგეს..." - "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე


მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგია! ძალიან კარგია, რომ ტოპ ლიგაში უკვე გვყავს ფეხბურთელი, რომელმაც ყოველგვარი მენეჯერების, დაინტერესებული ე.წ სპორტული სააგენტოების და ათასგვარი ფეხბურთის ავანტურისტების გარეშე მოახერხა, ვალენსიის [თითქმის] სასტარტოში დამკვიდრება,ეხლა ჯერი ნაკრებზეა. იმედია სხვებიც შეემატებიან და ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული........ერთი ათად! ერთი ათად.....
შულაია
10:43 22-03-2022
0
ქართველი ფეხბურთელის ქება ძალიან სასიამოვნო მოსასმენია - მით უფრო, როდესაც იმსახურებს!
გუჯა კახაძე
20:55 21-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული