ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩას გაკიცხვის უფლება არ მაქვს" - რუსეთის დუმის დეპუტატი

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თბილისში ჩამოვიდა და შეიძლება სანაკრებო პაუზის შემდეგ ყაზანში არ დაბრუნდეს. კვარაცხელიას შესახებ, გაგიკვირდებათ და, კომენტარი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სვეტლანა ჟუროვამ გააკეთა. რუსული პრესა ამტკიცებს, რომ ხვიჩას რუსეთში თამაშის გამო მის ოჯახზე საქართველოში დიდი ზეწოლაა. ეს ინფორმაცია აგრეთვე ბევრმა დასავლურმა და მათ შორის, ბრიტანულმა "დეილი სტარმაც" გაავრცელა.

"მე იარლიყს არ ჩამოვკიდებდი. ამჟამინდელი სიტუაცია ჯანსაღ ანალიზს არ ემორჩილება. ყველა ადამიანი თავის ახლობლებზე ღელავს. მე მისი გაკიცხვის უფლება არ მაქვს. თავის ქვეყანაში შეიძლება უსიამოვნებები შეხვდეს იმის გამო, რომ
რუსეთში სათამაშოდ დარჩეს. სურვილი მისგან უნდა მოდიოდეს. შესაძლოა, საჭიროა სულ წავიდეს, არავინ იცის, როგორი შედეგები შეიძლება იყოს", - ციტირებს ჟუროვას "სპორტ-ექსპრესი".

ასევე დაგაინტერესებთ