"ვალენსიას" მეკარე არის ის, ვისაც თერთმეტეულიდან ყველაზე მეტი ქულა აქვს და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც მთელი თვის განმავლობაში გოლი საერთოდ არ გაუშვია.
მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში სამი მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა, თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში "ატლეტიკთან" ითამაშა და მისი კარის აღება ვერავინ მოახერხა. ამან "ღამურებს" საშუალება მისცა, "ლა ლიგაში" უფსკრულისთვის
ამავდროულად, ქართველი მეკარის შესახებ "ვალენსიას" ლეგენდარულმა კარის დარაჯმა სანტიაგო კანისარესმა კიდევ ერთხელ, რადიო EFE-სთან ისაუბრა:
"საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მამარდაშვილს სილესენზე წინ დავაყენებდი. მას ზრდის მეტი პოტენციალი აქვს და გაცილებით ძვირად ღირებულიც გახდება."
მამარდაშვილი სილესენზე უკეთესია, ამას ფაქტები ადასტურებს - ესპანური მედია