მამარდაშვილი საუკეთესო ახალგაზრდაა და მას კანისარესი მხარს ისევ უჭერს

AutoSharing Option
ჯეიდონ სანჩო, ბუკაიო საკა, ჯამალ მუსიალა, მოჰამედ სიმაქანი, ერიკ გარსია და... გიორგი მამარდაშვილი. "ვალენსიას" ქართველი მეკარე Sofascore-მა ტოპ-ლიგების 21-წლამდელთა ფეხბურთელებს შორის მარტის თვის თერთმეტეულში დაასახელა - საშუალო ქულით 7.80 - ამის შესახებ Plazadeportiva წერს.

Sportall.Ge

"ვალენსიას" მეკარე არის ის, ვისაც თერთმეტეულიდან ყველაზე მეტი ქულა აქვს და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც მთელი თვის განმავლობაში გოლი საერთოდ არ გაუშვია.

მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში სამი მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა, თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში "ატლეტიკთან" ითამაშა და  მისი კარის აღება ვერავინ მოახერხა. ამან "ღამურებს" საშუალება მისცა, "ლა ლიგაში" უფსკრულისთვის
თავი დაეღწია ლა თასის ფინალშიც გასულიყო.

ამავდროულად, ქართველი მეკარის შესახებ "ვალენსიას" ლეგენდარულმა კარის დარაჯმა სანტიაგო კანისარესმა კიდევ ერთხელ, რადიო EFE-სთან ისაუბრა:

"საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მამარდაშვილს სილესენზე წინ დავაყენებდი. მას ზრდის მეტი პოტენციალი აქვს და გაცილებით ძვირად ღირებულიც გახდება."

altმამარდაშვილი სილესენზე უკეთესია, ამას ფაქტები ადასტურებს - ესპანური მედია

altas: რა ასპექტებზე მუშაობს მამარდაშვილი?



მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ მამარდა,ყოჩაღ კანისარესი,ყოჩაღ ბორდალასი(ახლა მაინც მიხვდნენ არ უნდა ლუპაში დაკვირვება და სანამ 80 მილიონი გახდება ხვიჩა,არადა ვალენსიას როგორ მოუხდებოდა..მარცხნიდან ხილს არბენინებენ ქეციანივით და გუედეში ჩამოდის.ეყილებოდათ მარცხნივ ხვიჩა,მარჯვნივ სოლერი და წინ კი ყავთ ჩაქუჩები)
Levani
16:53 23-03-2022
0
ხომ ასე მაგრად აფასებენ გიორგის,არადა მოსკოვის დინამოსთან ,მერე კი გრანადასთან რომ ითამაშა,რეალურად ისეთი დატვირთვით და ისეთ დონეზე აღარც უთამაშია.იმასაც ხომ ვხედავთ,რაც ვალენსიაშია,რამდენი რამე ისწავლა და ახლა სად არის მისი თამაშის ჭერი,უკვე აღარ ვიცი.მგონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების დონეზე.
სოსო
22:18 23-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული