ეს მხოლოდ მამარდაშვილმა შეძლო - ესპანური მედია გიორგის აქებს

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთადაა და ალბანეთში გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ველით. მანამდე კი ესპანური sport-ი ქართველ კიპერზე წერს:

"უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში "ვალენსიას" დაცვის ხაზში არაერთი ცვლილება მოხდა. "ღამურებმა", მწვრთნელთან ერთად, ბევრი გოლიც გაუშვა.

სინამდვილეში, ამ ხნის განმავლობაში ვალენსიელთა კარის "მშრალი" სერიის ხილვა შესაძლებელი იყო, თუმცა გიორგი მამარდაშვილამდე ვერავინ მიაღწია იმას, რაც ქართველმა კიპერმა შეძლო.

მამარდაშვილს 7 უგოლო შეხვედრა აქვს, რაც სხვამ ვერ მოახერხა. მასთან მიახლოებული შედეგი 2019-20 წლებში სილესენს ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში სილესენი, დომენეკი და რივეროც
(თასის მატჩი) თამაშობდნენ. ყველაზე მეტი წაუგებელი მატჩი "ვალენსიას" სწორედ მაშინ აქვს, როცა კარში გიორგი დგას."

"ვალენსია" უახლოეს შეხვედრას 3 აპრილს, "მესტალიაზე" "კადისთან" გამართავს. თასის ფინალამდე (23 აპრილს "ღამურები "ბეტისს" შეხვდება) "ლა ლიგის" 4 ტური შედგება.

altქართველებიდან ახლა მხოლოდ კვარაცხელია უსწრებს - მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა

altმამარდაშვილი საუკეთესო ახალგაზრდაა და მას კანისარესი მხარს ისევ უჭერს

altმამარდაშვილი სილესენზე უკეთესია, ამას ფაქტები ადასტურებს - ესპანური მედია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული