როცა მამარდაშვილი ნაკრებში თამაშობდა... - AS-ი გიორგის ამჯობინებს

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზა დასრულდა და ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან. გიორგი მამარდაშვილმა ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ დამაჯერებლად ითამაშა, რაც იმის შანსებს კიდევ უფრო ზრდის, ქართველმა მეკარემ "ვალენიას" კარი კვლავ დაიცვას.

ესპანური გავლენიანი AS-ი ყურადღებას სანაკრებო ფაქტორზეც ამახვილებს და "ლა ლიგის" უახლოეს ტურში, როცა "ღამურები" კადისს" დაუპირისპირდება, "მამარდას" სასტარტოში განიხილავს:

"სილესენს დაახლოებით 3 თვეა არ უთამაშია და თუკი ის მონაწილეობას უახლოეს შეხვედრებშიც არ მიიღებს, მისი შანსები ესპანეთის თასის ფინალში ითამაშოს, ძალიან მცირდება...

იასპერის მორიგმა ტრავმამ გიორგის კიდევ ერთი შანსი მისცა. მამარდაშვილი დაბრუნდა და თანაც,
როგორ. უკანასკნელ ხუთ მატჩში მან მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, გაცილებით უკეთესი იყო საჰაერო ორთაბრძოლებსა და გამოსვლებზე თამაშისას, რაც ადრე მის სუსტ წერტილად მოჩანდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბორდალასი გადაწყვეტილების მიღების დროს ყოველთვის ობიექტურია და სავარაუდოდ, ამჯერადაც ასე იქნება. ამჟამად უპირატესობა მამარდაშვილის მხარესაა - კლუბში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და თვლიან, რომ თუკი პროგრესი გააგრძელა, შესაძლოა, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეც კი გახდეს...

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სანაკრებო პაუზის დროს სილესენი "ვალენსიას" ბაზაზე ემზადებოდა, მამარდაშვილი კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა".

altსილესენი დაბრუნდა, მამარდაშვილი განაგრძობს? - ფინალი მოახლოვდა

altქართველებიდან ახლა მხოლოდ კვარაცხელია უსწრებს - მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა

altმამარდაშვილი საუკეთესო ახალგაზრდაა და მას კანისარესი მხარს ისევ უჭერს



მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ნაკრებში ჩატარებული მატჩის ნახვის შემდეგ,ბორდალასს გიორგის უკან გადაწევის სურვილი გაუჩნდა,წარმოუდგენელი შეცდომა იქნება და არ მჯერა, რომ მწვრთნელი მას დაუშვებს.გიორგი ყველა ეპიზოდში აბსოლიტურად თავდაჯერებული და საიმედო იყო.მართლაც საოცარი ზრდაა,შარშანდელ დებიუტთან შედარებით.ვალენსიაშიც ასევე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა ბოლო თამაშებში.ასე რომ თუ რაიმე ტრავმა,ან ძალიან უხეში შეცდომა არ დაუშვა,ფინალში თამაშის საკითხი,გადაწყვეტილი მგონია.
სოსო
19:44 30-03-2022
1
ძალიან სასიხარულოა ასეთი დაფასება და იმედია გაგვიმართვლებს მამარდა. ბოლო დროა ნაკრებში რევიშვილ-ლორიას სახით უკვე მეტ ნაკლებად მოხსნილი გვქონდა ასე მტკივნეული ჩვენთვის მეკარის პოზიცია. ახლა კი მგონი სულ სხვა ეტაპზე შეიძლება გადავიდეთ, როცა მეკარე გამორჩეული ვარსკვალვად შეიძლება მოგვევლინოს. ეს კი მართლაც დიდი ფუფუნება იქნება ჩვენი ნაკრებისათვის. ალბათ უახლოეს 15 წელს შეიძლება მეკარის პრობლემა საერთოდ მოგვეხსნას. წარმატება მამარდაშვილს.
G.LA
18:10 30-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული