მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა დარჩა - იტალიელები წერენ, რომ კვარაცხელია უკვე ნეაპოლელია

AutoSharing Option
ცნობილი და სანდო იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა საკუთარი Twitter-ის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი შეათანხმა.

როგორც ის წერს, ახლა მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა საჭირო, მოლაპარაკებები კი, როგორც ჩანს, წარმატებით დასრულდა. 

"ნაპოლიმ" უკვე გადაიბირა "ხეტაფეს" მცველი მატიას ოლივეირა. იგივე ითქმის ხვიჩა კვარაცხელიაზეც, მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა საჭირო", - წერს პედულა. 

პოსტს აზიარებს კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარი, რომელიც ასევე ამ ამბავს ადასტურებს.

როგორც ჩანს, ჩვენი დიდი ხნის ოცნება ახდება და ხვიჩა მართლაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში გააგრძელებს
კარიერას. შეგახსენებთ, რომ ის მიმდინარე სეზონს ბათუმის "დინამოში" ჩაამთავრებს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
აუ ნეტა ეს მაინც იქნებოდეს სიმართლეეე!!! მაგარიაა!
შოთა-მილანი
18:01 30-03-2022
0
როგორ მინდა დავიჯეროო მაგრაამ...
giorgi
17:45 30-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული