როგორც ის წერს, ახლა მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა საჭირო, მოლაპარაკებები კი, როგორც ჩანს, წარმატებით დასრულდა.
"ნაპოლიმ" უკვე გადაიბირა "ხეტაფეს" მცველი მატიას ოლივეირა. იგივე ითქმის ხვიჩა კვარაცხელიაზეც, მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა საჭირო", - წერს პედულა.
პოსტს აზიარებს კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარი, რომელიც ასევე ამ ამბავს ადასტურებს.
როგორც ჩანს, ჩვენი დიდი ხნის ოცნება ახდება და ხვიჩა მართლაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში გააგრძელებს
კარიერას. შეგახსენებთ, რომ ის მიმდინარე სეზონს ბათუმის "დინამოში" ჩაამთავრებს.