მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა დარჩა - იტალიელები წერენ, რომ კვარაცხელია უკვე ნეაპოლელია

AutoSharing Option
ცნობილი და სანდო იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა საკუთარი Twitter-ის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი შეათანხმა.

როგორც ის წერს, ახლა მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა საჭირო, მოლაპარაკებები კი, როგორც ჩანს, წარმატებით დასრულდა. 

"ნაპოლიმ" უკვე გადაიბირა "ხეტაფეს" მცველი მატიას ოლივეირა. იგივე ითქმის ხვიჩა კვარაცხელიაზეც, მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა საჭირო", - წერს პედულა. 

პოსტს აზიარებს კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარი, რომელიც ასევე ამ ამბავს ადასტურებს.

როგორც ჩანს, ჩვენი დიდი ხნის ოცნება ახდება და ხვიჩა მართლაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში გააგრძელებს
კარიერას. შეგახსენებთ, რომ ის მიმდინარე სეზონს ბათუმის "დინამოში" ჩაამთავრებს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
აუუუუ ტყუილი გამოდგა ესეც @ ვიღაცა იტალიელ-ჰოლანდიელს იმატებენ მარცხენა ფრთაზე @ მოკლედ აღარავის არ უნდა დაუჯეროს კაცმა სანამ საკუთარი თვალით არ ნახავს იმ გუნდის ფორმით მოედანზე@
zura222
18:44 31-03-2022
1
ვითომ ინგლისურ "ჰალეს" ჯობს? ან სერია A ჩემპიონშიპზე პრესტიჟულია, "იუვე, ინტერი, მილანი" კიდე ხო, ევროტურნირზე ჩანს, ჰა ჰა "ატალანტა", მაგრამ, "ნაპოლი"? ხო ნუ რაკაი რუსეთიდან თესი მისცა რაც არის ეგაა.
კოტე
15:47 31-03-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული