ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ინსინიეს შეცვლა არ გაუჭირდება" - იური სიომინმა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა "სპორტ-ექსპრესთან" საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, ის ჩვენებურს მოსკოვის "ლოკომოტივში" ავარჯიშებდა და ქართველის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს. 

"ვფიქრობ, ხვიჩა "ნაპოლის" მოუხდება. იტალიელებს მოსწონთ ფეხბურთელები, რომლებსაც ინდივიდუალურად კარგად მოქმედება შეუძლიათ.

უკვე ცნობილია, რომ "ნაპოლიდან" ინსინიე მიდის, კვარაცხელია კი სწორედ მისი სტილის მოთამაშეა და მგონია, რომ ხვიჩა მის შემცვლელად მიჰყავთ.

ეს კვარაცხელიასთვის კარგი ახალი გამოწვევაა... მას იტალიაში ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს", - ამბობს სიომინი.