მამარდაშვილი VS სილესენი - plazadeportiva მეკარეებს ფინალის წინ ადარებს

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალი მოახლოვდა - "ვალენსია" "ბეტისს" 23 აპრილს დაუპირისპირდება. plazadeportiva მსჯელობს, თუ ვინ უნდა იდგეს "ღამურების" კარში. გამოცემა იასპერ სილესენსა და გიორგი მამარდაშვილს ადარებს.

იასპერ სილესენი

უპირატესობები:


გამოცდილება. მან "ბარსელონას" შემადგენლობაში ფინალი უკვე ითამაშა და ნიდერლანდების ნაკრების მეკარეა. გადაწყვეტილების მიღებისას მწვრთნელები გამოცდილებას ყოველთვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ.

რეფლექსები. ნიდერლანდელი მეკარე რეაქციის უნარით აშკარად გამოირჩევა.

უთამაშებლობა ტრავმის გამო. სილესენს შეხვედრები ტრავმის გამო გაუცდა. ბორდალასს მასზე არდაყრდნობის სხვა მიზეზი არ ჰქონია.

ნაკლოვანებები:

თასზე უთამაშებლობა.
იასპერს ესპანეთის მიმდინარე თასზე ერთი წუთიც არ უთამაშია. ფინალში
მასზე დაყრდნობა გუნდისთვის რთული ასახსნელი იქნება. ბორდალასი დიდ პატივს სცემს შიდა ურთიერთობებს და მასზე ეს გარემოებაც იმოქმედებს.

ცუდი სტატისტიკა.
ნიდერლანდელმა მამარდაშვილზე მეტი თამაში ითამაშა, მაგრამ გაშვებული გოლების უარესი კოეფიციენტი და ნაკლები გამარჯვება აქვს.

გიორგი მამარდაშვილი

უპირატესობები:

ერში თამაში. ამ კომპონენტში გიორგი გაუმჯობესებას აგრძელებს და ამაში მისი სიმაღლეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მომავალი
. სილესენი უკვე 32 წლისაა, კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი და ერთ-ერთი იმ რანგის მოთამაშეა, რომლის "მოშორებაც" კლუბს სურს. მამარდაშვილი ფეხბურთელების რეიტინგის სპეციალიზებულმა ვებგვერდმა ბოლო ერთი თვის საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელად დაასახელა.

მიზეზების გარეშე. მამარდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა და ეს რამდენიმე მატჩში დაამტკიცა. სათადარიგოთა სკამზე დაბრუნების არც ერთი ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

ნაკლოვანებები:

გამოუცდელობა.
საქართველოს ჩემპიონატიდან გადმოსულ მეკარეს კონკურენტის მსგავსი 
გამოცდილება არ აქვს.

ზეწოლა. შეგახსენებთ, რომ ბორდალასმა ქართველი მეკარე ადრე უკვე ჩამოაცილა სასტარტო შემადგენლობას, ფინალი კი სხვა მატჩია და მას თავისი უნარები სჭირდება.

პრეფერენციები. პირველივე დღიდან ყოველთვის ცხადი იყო, რომ ბორდალასის ძირითადი მეკარე სილესენი იყო. მან ქართველი "ლა ლიგის" სტარტზე ათამაშა, მაგრამ პირველი ექვსი ტურის შემდეგ მეკარე შეიცვალა.

altროცა მამარდაშვილი ნაკრებში თამაშობდა... - AS-ი გიორგის ამჯობინებს

altსილესენი დაბრუნდა, მამარდაშვილი განაგრძობს? - ფინალი მოახლოვდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული