საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე უცხოური მედია ისევ აქტიურად ავრცელებს ინფორმაციებს და იმედია, ბოლოს და ბოლოს ყველა ჩვენგანის მოლოდინი დაგვირგვინდება.
იტალიური მედია იტყობინება, რომ კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელება "არსენალს" სურს, მაგრამ "ნაპოლი" მიზნის მიღწევასთან უფრო ახლოსაა. serieanews.com-ი ბათუმის "დინამოს" სპორტულ დირექტორს, ვლადიმერ დვალიშვილს დაუკავშირდა და სიტუაციის განმარტება სთხოვა. გამოცემის მტკიცებით, დვალიშვილი ხვიჩას "რუბინიდან" გადაყვანას კურირებდა.
- როგორ წარიმართა მოლაპარაკებები? ფეხბურთელი მშვიდ გარემოს ეძებდა?
- მისი აგენტი ჩემი ძველი მეგობარია. მან მითხრა, რომ მისი ბათუმში წამოყვანის შესაძლებლობა არსებობდა. მე გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი.
ჩვენ ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ზაფხულში ვნახავთ, სამომავლოდ საინტერესო რა მოხდება. ის თავად გადაწყვეტს, სად წავიდეს. ფანტასტიკური შანსი მოგვეცა და არ შეგვეძლო ხელიდან გაგვეშვა. მან თავის წინა კლუბთან ხელშეკრულების გაუქმებას მიაღწია, ჩვენთან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა და "რუბინში" არ დაბრუნდება.
- თქვენ ფიქრობთ, რომ "ნაპოლიში" გადასვლა სურს?
- ეს კითხვა კვარაცხელიას და მის აგენტს უნდა დაუსვათ. გამიხარდება, თუ ისეთ პრესტიჟულ კლუბში მოხვდება, როგორიც "ნაპოლია", მაგრამ მე მათთან ამაზე არასოდეს მისაუბრია.
- კი მეგობარო ეგრე იქნება
- ძალიან კარგი