ქეცბაიასთან დაპირისპირების წინ - მომჯობინდება თუ არა ოქრიაშვილი?

AutoSharing Option
შაბათს, 2 აპრილს, კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ზონაში ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო შეხვედრა გაიმართება - თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ანორთოსისი", სადაც გიორგი ლორია გამოდის, თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის "აპოელს" უმასპინძლებს. როგორც sport time-ი წერს, სავარაუდოდ, სტუმართა მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მხოლოდ ქვილითაია შეძლებს:

"თორნიკე ოქრიაშვილი ნელ-ნელა დატვირთვებს ზრდის და შესაძლოა, საკუთარ გუნდს მალე დაეხმაროს. მან სირბილი დაიწყო, მაგრამ დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად არ დატვირთულა. ამჟამინდელი მონაცემებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველი ნახევარმცველი „ანორთოსისთან“ მატჩისთვის მზად იყოს, მაგრამ ყველაფერი პარასკევს გაირკვევა."

მოგეხსენებათ, რომ დაუშვილიც
ტრავმირებულია და "აპოელს" ვერ ეხმარება. ნიქოზიელები 44 ქულით მე-2 ადგილზე არიან, ქეცბაიას "ანორთოსისი" კი 40 ქულით მეხუთეა. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altქეცბაია თვალებს იფშვნეტს - "აპოელისთვის" ემზადება

altსეტყვამაც ვერ შეაჩერა - ოქრიაშვილის გოლი და "აპოელის" მიჯრით მეოთხე გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქეც მოიგო უნდა სენ დაეხმარე ხელი გაუმარტე და გაიპარნენ მოგება ჯიგარ...............
pepe
18:56 01-04-2022
0
ესარი რო გადზხებიან მერე ავიცხდებატ ყველაფერი გმერტი სენსკენ.............
dato
18:59 01-04-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული