შოთა არველაძის კაცნაკლული "ჰალი" "ჰადერსფილდთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-40 ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა „ჰადერსფილდთან“. მატჩს 12 764 მაყურებელი დაესწრო.

პირველი ტაიმის დასასრულს მეორე ყვითელი ბარათი მიიღო „ჰალის“ თავდამსხმელმა ტომ ივსმა, მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ და 79-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანეს. შეცვლაზე შესულ „ჰალის“ ირანელ ლეგიონერ ალაჰიარ საიადმანეშს კომპენსირებულ დროში ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ თავით ბურთი კარს ააცილა.

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით "ჰალ სიტიმ" 12 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 6 წააგო, 41 ქულით მე-20 ადგილზეა და 9 აპრილს
გასვლაზე „მიდლსბროს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტური-ტაიმი ჩაასწორეთ...
თამაშა რაც შეეხება-დაჯაბნა,აშკარად ჰადერსფილდმა. 2-3 ტერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნეს თან. Სამწუხაროა,იმედია,შოთი იპოვოს წარმატების ფორმულას.
Მეშახტე
03:50 02-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული