ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი

AutoSharing Option
"ხიმკის" მთავარმა მწვრთნელმა სერგეი იურანმა გუნდის ქართველი ლეგიონერის გია გრიგალავას შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა 32 წლის მცველი რუსული გუნდის დატოვებას:

"ამის შესახებ არაფერი ვიცი... რამდენი ხანია გია რუსეთში ასპარეზობს? - უკვე 10 წელზე მეტია. ვფიქრობ, ის წასვლაზე არ ფიქრობს და კარგი იქნება თუ არც იფიქრებს, ვიდრე ის ჩვენი გუნდის ფეხბურთელია", - თქვა იურანმა.

შეგახსენებთ, რომ გრიგალავა "ხიმკიში" 2022 წლის ზამთარში გადაბარგდა და მან ამ გუნდის ფორმა უკვე 2 შეხვედრაში მოიგო. ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც რუსეთის
ჩემპიონატში ასპარეზობს.
ასევე დაგაინტერესებთ