ბოლო დღეების განმავლობაში, ესპანური მედია "ღამურების" მეკარის საკითხს საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს. ერთ რამეზე ფაქტობრივად, ყველა თანხმდება - იმ კიპერს, რომელსაც ხოსე ბორდალასი თასის ფინალში (23 აპრილს) დაეყრდნობა, დიდი ალბათობით, მანამდე გასამართ ჩემპიონატის ოთხივე ტურში ათამაშებს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ვალენსიელთა თავკაცმა მეკარის საკითხზე საკმაოდ ბევრი ისაუბრა:
"მთავარია, რომ ახლა ყველა ჯანმრთელათაა. თითოეულ მათგანს როგორც
როცა გიორგი კარს იცავს, "ვალენსია" ცოტას უშვებს და ქართველ მეკარეს "მშრალი" შეხვედრებც აქვს. ტრავმის შემდეგ, სილესენი მომჯობინდა, თუმცა "მამარდაზე" არდაყრდნობის ობიექტური საფუძველი არ არსებობს, თანაც მას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც დამაჯერებელი შეხვედრა ჰქონდა.
"ვალენსია" 40 ქულით მე-9 ადგილზეა და ჩენპიონატიდან ევროტურნირებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ბოლო შანსი აქვს. "მესტალიაზე" დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
მამარდაშვილი VS სილესენი - plazadeportiva მეკარეებს ფინალის წინ ადარებს
როცა მამარდაშვილი ნაკრებში თამაშობდა... - AS-ი გიორგის ამჯობინებს
სილესენი დაბრუნდა, მამარდაშვილი განაგრძობს? - ფინალი მოახლოვდა