პრიმერას 30-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „კადისი“ ვერ დაამარცხა - 0:0.
ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.
მიუხედავად იასპერ სილესენის გამოჯანმრთელებისა, მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ნდობა კვლავ მამარდაშვილს გამოუცხადა და ქართველმა ზედიზედ ექვს მატჩში კლუბსა და ნაკრებში არ გაუშვა გოლი.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ, მაგრამ მაქსი გომესის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი კონტრიერიშისას ნეგრედოს თავური მამარდაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია და თავისი გუნდი გადაარჩინა. მეორე ტაიმში „ვალენსია“ ბევრს და უმეტესად უხიფათოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.
„ვალენსია“ 41 ქულით მე-9 ადგილზეა და 11 აპრილს გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 32 949 მაყურებელი
ვალენსია - კადისი 0:0
გაძევება: ხოსე მარი (90+5, კადისი)